გასულ ოთხშაბათს, ნევადაში, დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლისას დამსწრეები სახალისო შემთხვევის მოწმენი გახდნენ.
“Red Rock Casino Resort and Spa“-ს სცენაზე გამოსვლისას, აშშ- პრეზიდენტმა ლას-ვეგასელი ახალგაზრდა წყვილი მიიწვია, მათ იმ სარგებელზე უნდა ესაუბრათ, რაც ტრამპის ადმინისტრაციის წყალობით მიიღეს. ცოლ - ქმარს თან ორ პატარა შვილი ახლდათ.

როდესაც სანდრა ტრიბუნასთან მივიდა, პატარა ბიჭი სცენის კიდისკენ გაიქცა.
ტრამპმა, რომელიც 5 შვილის მამა და 11 შვილიშვილის პაპაა, მყისიერად შეამჩნია გაქცეული ბავშვი. ის ბიჭს დაეწია, ხელი მოკიდა და ისევ სცენის ცენტრისკენ წაიყვანა.

“არ მინდა, ბაიდენივით სცენიდან გადავარდეს,“ იხუმრა ტრამპმა. რაც აშკარა მინიშნება იყო აშშ -ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის იმ ცნობილ შემთხვევაზე, როდესაც ის 2023 წელს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო აკადემიის გამოშვებაზე სცენაზე წაიქცა.
ამ მხიარულმა მომენტმა დამსწრე საზოგადოების სიცილი და ოვაციები გამოიწვია.