ავტორი:

ექსპედიცია “ტარაიას ობიექტი“ - 89 წლის შემდეგ, მფრინავი ამელია ერჰარტის დაკარგული თვითმფრინავის ძებნა კვლავ განახლდა

ექსპედიცია “ტარაიას ობიექტი“ - 89 წლის შემდეგ, მფრინავი ამელია ერჰარტის დაკარგული თვითმფრინავის ძებნა კვლავ განახლდა

მკვლევრები წყნარ ოკეანეში, მფრინავი ამელია ერჰარტის დაკარგული თვითმფრინავის საძიებო სამუშაოების განახლებისთვის ემზადებიან. პროცესი, შეფერხებების გამო, გარკვეული დროით იყო შეჩერებული.

პერდიუს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნეს, რომ მკვლევარები “ტარაიას ობიექტის“ (თანამგზავრული ფოტოებით დაფიქსირებული ანომალია, რომელიც, ზოგიერთი ვარაუდით, შესაძლოა ერჰარტის დაკარგული თვითმფრინავი Lockheed Electra იყოს) შესასწავლად წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულ ნიკუმაროროზე გაემგზავრებიან.

ექსპედიცია, სახელწოდებით “ტარაიას ობიექტის ექსპედიცია“, სტარტს 7 ოქტომბერს აიღებს.

“თუ მკვლევრები დაადასტურებენ, რომ ამოუცნობი ობიექტი ნამდვილად ერჰარტის თვითმფრინავია, ისინი გეგმავენ, შესაბამისი ნებართვების მიღების შემდეგ, მომავალ წელს უკვე სრულმასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრები დაიწყონ“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პერდიუს უნივერსიტეტის სპიკერმა, ტრევორ პიტერსმა.

ექსპედიცია იმ მკვლევართა ვარაუდს ეყრდნობა, რომლის მიხედვით ერჰარტის თვითმფრინავი კუნძულ ნიკუმაროროს მახლობლად ჩამოვარდა ( “ნიკუმაროროს ჰიპოთეზა“).

ამ თეორიის მომხრეებს სჯერათ, რომ ერჰარტი და შტურმანი ფრედ ნუნანი, მას შემდეგ, რაც ჰაულენდის კუნძულამდე მიღწევა ვერ შეძლეს, უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდნენ და სავარაუდოდ, იქვე დაიღუპნენ.

ამელია ერჰარტი 1937 წლის 2 ივლისს გაუჩინარდა, მცდელობისას, გამხდარიყო პირველი ქალი პილოტი, რომელიც დედამიწას გარშემო შემოუფრენდა. ის და ნუნანი მარშრუტის ერთ-ერთი ფინალური ეტაპის დროს გაქრნენ. თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა მას შემდეგ, რაც მათ ახალი გვინეის ქალაქი ლაე დატოვეს და ჰაულენდის კუნძულისკენ გაემართნენ. იმ დროისთვის ამელი 39 წლის იყო და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადამიანად ითვლებოდა.

წყარო