ავტორი:

ატრაქციონი მწყობრიდან გამოვიდა და ვიზიტორები ჰაერში თავდაყირა დაკიდებული დატოვა - ამსხევლი კადრები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა (ნიუ-ჯერსი)

ატრაქციონი მწყობრიდან გამოვიდა და ვიზიტორები ჰაერში თავდაყირა დაკიდებული დატოვა - ამსხევლი კადრები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა (ნიუ-ჯერსი)

ნიუ-ჯერსის პოპულარულ გასართობ პარკში მძაფრი შეგრძნებების მოყვარულები შიშისგან აყვირდნენ, როდესაც ატრაქციონის გაუმართაობის გამო ჰაერში, თავდაყირა დაკიდებულები დარჩნენ.

ინციდენტი 5 ივლისს, “Ocean City Boardwalk“ -ზე მდებარე პარკში “Playland’s Castaway Cove“-ში მოხდა, რა დროსაც ატრაქციონი სახელად “Wipe Out“ უეცრად მწყობრიდან გამოვიდა, შედეგად, ვიზიტორები ჰაერში 5-იდან 7 წუთამდე იყვნენ გაჭედილები.

“ჩამომიყვანეთ!“ - ყვირის ერთ-ერთი მგზავრი ვიდეოში, რომელიც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.

“კარგად ხარ, საყვარელო, ყველაფერი რიგზეა!“ — აწყნარებს მას ქვემოდან ქალი, რომელიც შეშინებული დამსვენებლის დამშვიდებას ცდილობს.

ამასობაში, რიგში მდგომი სტუმრები გაოგნებულები ადევნებდნენ თვალს ატრაქციონზე ჩარჩენილ ადამიანებს.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ატრაქციონის მწყობრიდან გამოსვლა. “Wipe Out“ -ის კონსტრუქცია დამსვენებლებს სპეციალური “მკლავით“ სიმაღლეზე სწევს, აბრუნებს და მაღალი ინტენსივობის თავდაყირა ტრიალს (ინვერსიას) სთავაზობს.

წყარო