ლატარიის მოთამაშემ, რომელმაც 1 მილიონი ევროს ღირებულების მოგებული ბილეთი შემთხვევით სანაგავში გადააგდო, ორდღიანი ინტენსიური ძებნისა და ნაგვის გროვებში ქექვის შემდეგ სასწაულებრივად იპოვა.
შესაბამისად, ქალმა ჩათვალა, რომ ბილეთი უსარგებლო გახლდათ და ის სანაგვე ურნაში მოისროლა. სინამდვილეში კი ეს შეტყობინება ნიშნავდა, რომ მან იმდენად დიდი თანხა მოიგო, რომლის გაცემა მაღაზიას უბრალო არ შეეძლო.
მან მხოლოდ სახლში დაბრუნებისას აღმოაჩინა, რომ მის მიერ მუდმივად არჩეული ციფრები 2, 4, 8, 10 და 51 საპრიზო ნომრები აღმოჩნდა, რის შემდეგაც სასწრაფოდ დაბრუნდა მაღაზიაში, სადაც მისდა სამწუხაროდ აცნობეს, რომ ნაგავი მოგებულ ბილეთთან ერთად უკვე ნაგავმზიდმა წაიღო.

დასუფთავების ადგილობრივ კომპანიასთან დაკავშირების შემდეგ, ბილეთის საპოვნელად მასშტაბური ოპერაცია დაიწყო. ამასთან, ქალი მზად იყო, ძებნის ხარჯები თავად დაეფარა.
დასუფთავების კომპანია SANB- ში, ნაგვის გადამტანი მანქანის გადაადგილების მარშრუტი დეტალურად აღადგინეს, მათ კონკრეტული ნაგავმზიდის იდენტიფიცირება და მისი დროულად შეჩერებაც შეძლეს, თუმცა ბილეთის პოვნის შანსი თითქმის არ არსებობდა.

სამძებრო ოპერაციაში მორიგი დაბრკოლება, ნარჩენებში შესაძლო სახიფათო მასალების არსებობა აღმოჩნდა. ამიტომ, ავტომობილი სპეციალიზებულ საწარმოში გადაიყვანეს, რომელიც მსგავსი ტიპის ძებნის უსაფრთხოდ ჩასატარებლად იყო აღჭურვილი.
ორდღიანი მძიმე და დამღლელი ძებნის შემდეგ, კომპანიის თანამშრომლები ფაქტიურად სასწაულის მოწმენი გახდნენ, მათ ბილეთი სრულიად დაუზიანებელი იპოვეს, რომელიც მოგვიანებით კომპანიის მენეჯერმა სიხარულისგან ატირებულ იღბლიან მოგებულს გადასცეს.