სამხრეთ კორეის აეროკოსმოსურმა სააგენტომ (KASA) გამოაქვეყნა მთვარის ზედაპირის იმ ადგილის ფოტოები, სადაც SpaceX-ის რაკეტის ნაწილი დაეცა.
როგორც მანამდე იყო ცნობილი, Danuri შეჯახების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარეობდა, რის გამოც მან მომხდარის ამსახველი უნიკალური კადრების გადაღება შეძლო.
მეცნიერთა პროგნოზით, დაახლოებით 4 ტონა მასის მქონე ნაწილი მთვარეს დაახლოებით 8 700 კმ/სთ სიჩქარით უნდა შეჯახებოდა.

რაკეტის ფრაგმენტის მთვარის ზედაპირთან შეჯახების შედეგად წარმოქმნილი ნათების დაფიქსირება, მოყვარულ ასტრონომებს, სავარაუდოდ, გაუჭირდებოდათ. მსხვილი ობსერვატორიები კი, მათ შორის სამხრეთ კორეაში, უკვე აანალიზებენ მიღებულ მონაცემებს.
დედამიწისთვის ეს შეჯახება არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, თუმცა ასტრონომებმა შემთხვევით ისარგებლეს, რათა კიდევ ერთხელ გაემახვილებინათ ყურადღება კოსმოსური ნარჩენების მზარდ პრობლემაზე.
"სავსებით შესაძლებელია, რომ უკვე რამდენიმე ათწლეულში დედამიწის ორბიტის გადალახვა უკიდურესად გართულდეს, რადგან კოსმოსური სივრცე გადატვირთული იქნება", - ამბობს ასტრონომი მეთ ბოთველი.