ავტორი:

"რაკეტები ჩვენც გვჭირდება" - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გაგზავნაზე

"რაკეტები ჩვენც გვჭირდება" - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გაგზავნაზე

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულ შტატებს რაკეტები თავად სჭირდება.

  • ტრამპს დაუსვეს შეკითხვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების მოთხოვნის შესახებ, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: "რაკეტები ჩვენც გვჭირდება. ბაიდენმა მათ 300 მილიარდი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა გადასცა“.

მისი თქმით, აშშ რუსეთ-უკრაინის ომში პირდაპირ ჩართული არ არის. "მისმინეთ, ჩვენ არ ვართ ჩართულები. ოკეანე გვაშორებს ერთმანეთს“, - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მსხვერპლის რაოდენობით შეშფოთებულია. "არ მსურს ვხედავდე, როგორ იღუპება ყოველთვიურად 25 000 ახალგაზრდა,“ - განაცხადა ტრამპმა. მისი მტკიცებით, რუსეთი და უკრაინა "საშუალოდ ყოველ თვე 25 000 ადამიანს, ძირითადად სამხედროებს, კარგავენ.“