ანჯელინა ჯოლის 53 წლის ძმამ, ჯეიმს ჰეივენმა, ყოფილ მეუღლესთან, რომი იმბელისთან დაშორებიდან ერთი წლის შემდეგ ე.წ. ქამინგ-აუთი გააკეთა. ის ყოფილი ცოლის Substack-ის გვერდზე პირდაპირ ეთერში ჩაერთო და აღსარების წერილი წაიკითხა.
მსახიობის თქმით, ასაკის მატებასთან ერთად დაფიქრდა იმაზე, ღირდა თუ არა ამ მხარის დამალვა საზოგადოების მოლოდინების დასაკმაყოფილებლად: "როგორც ბევრი გეი ბავშვი, მეც დავიწყე ჩემი პიროვნების გარკვეულ მხარეებში ეჭვის შეტანა ბევრად ადრე, ვიდრე მათ დაფასებას ვისწავლიდი.
ქამინგ-აუთი არ ნიშნავს ახალ ადამიანად ქცევას, ეს ნიშნავს სხვებისთვის იმ ადამიანის გაცნობის უფლების მიცემას, რომელიც ყოველთვის მათ გვერდით იყო“.

ბოლოს ჰეივენმა იმედი გამოთქვა, რომ ახლობლები მის აღიარებას განსჯის გარეშე მიიღებენ: "ვიმედოვნებ, ჩემი ოჯახი და სხვები შიშის სანაცვლოდ სიყვარულს აირჩევენ, განსჯის ნაცვლად - გაგებას, ხოლო იმ რწმენების ნაცვლად, რაც შესაძლოა გვყოფდა - კავშირს. ვიმედოვნებ, შეძლებენ იარლიყებს მიღმა გახედვას და უბრალოდ დამინახავენ იმავე გულით, იმავე სიცილითა და იმავე სულით, რომელსაც ყოველთვის იცნობდნენ“, - თქვა ჯოლის ძმამ.
"ჩვენ ყოველთვის ახლო ადამიანები ვიქნებით. შენ მხოლოდ ჩემი ახლო მეგობარი კი არ ხარ, ჩემი სიყვარული ხარ. უბრალოდ ისე მოხდა, რომ გეი ხარ", - თქვა მან.
ჯეიმს ჰეივენი და რეალითი შოუს ვარსკვლავი რომი იმბელი, რომლებიც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ახლო მეგობრები იყვნენ, 2024 წელს დაქორწინდნენ. ქორწინებიდან უკვე ორ კვირაში წყვილმა ქორწინების გაუქმება სცადა, თუმცა იურიდიული სირთულეების გამო გადაიფიქრა. ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ ჰეივენმა ცოლს თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ გაანდო.
დიდი ხნის განმავლობაში და-ძმა ძალზე ახლოს იყო ერთმანეთთან: ხშირად დადიოდნენ ღონისძიებებზე, იღებდნენ ფილმებში და სკანდალებშიც ეხვეოდნენ - ბევრს ეჩვენებოდა, რომ მათი ურთიერთობა ნათესაურს არ ჰგავდა (კერძოდ, წითელ ხალიჩაზე ერთმანეთის ტუჩებში კოცნის ჩვევის გამო).

ამასთან, 2007 წელს მარშელინ ბერტრანის გარდაცვალების შემდეგ მათი ურთიერთობა გაუარესდა. უთანხმოების კულმინაცია გახდა ჯოლის გამოუცხადებლობა ძმის ქორწილში - მედიაში ვრცელდებოდა ჭორები, რომ მსახიობი არ იწონებდა მის არჩევანს. მოგვიანებით, უკვე იმბელისთან დაშორების შემდეგ, ჰეივენმა განაცხადა, რომ მას რთულ პერიოდში და არ დაეხმარა. ბოლო წლებში და-ძმას ურთიერთობა თითქმის სრულად აქვს გაწყვეტილი.