კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი ამ შაბათ-კვირას დაქორწინდებიან. წყვილმა განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად რონალდუს მშობლიური კუნძული, მადეირა აირჩია.
-
ქორწილისთვის მათ ფუნშალში მდებარე ხუთვარსკვლავიანი Savoy Palace შეარჩიეს - ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული სასტუმრო რეგიონში.

ცერემონია ფუნშალის საკათედრო ტაძარში გაიმართება, რომელიც ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს და დაახლოებით 800 სტუმარს იტევს. ქორწილის შემდეგ წყვილი სასტუმროში გადავა, რომელიც ტაძრიდან რამდენიმე წუთის სავალზეა.

- Savoy Palace-ის სტუმრებს ექვსი საცურაო აუზი, სპა, პანორამული ხედები, მაღალი კლასის რესტორნები და 24-საათიანი მომსახურება ელოდებათ. სავარაუდოდ, რონალდუ და ჯორჯინა სასტუმროს ყველაზე ექსკლუზიურ სივრცეში - The Reserve-ში დარჩებიან, სადაც ნომრების ფასი ღამეში დაახლოებით 1100 ფუნტიდან იწყება.

- ქორწილის სტუმრებს განსაკუთრებული კულინარიული გამოცდილებაც ელით - სადილი შესაძლოა სასტუმროს რესტორანში "Galáxia Seafood“-ში გაიმართოს, სადაც შეფ-მზარეული რობერტო ბაროსი ადგილობრივ და თანამედროვე სამზარეულოს აერთიანებს.


რონალდუს მადეირასთან განსაკუთრებული კავშირი აქვს - გარდა იმისა, რომ ის აქ გაიზარდა, კუნძულზე მისი სახელობის ბრინჯაოს ქანდაკება დგას, ასევე მდებარეობს მისი მუზეუმი Museu CR7 და სასტუმრო Pestana CR7 Funchal.

რონალდუმ და ჯორჯინამ ურთიერთობა 2016 წელს დაიწყეს, როდესაც ფეხბურთელმა ის მადრიდში, Gucci-ს მაღაზიაში მუშაობის დროს გაიცნო. წყვილს ორი საერთო ქალიშვილი ჰყავს - ალანა მარტინა და ბელა ესმერალდა. ასევე ტყუპები - ევა მარია და მატეო, რომლებიც სუროგაციის გზით შეეძინათ. ჯორჯინა რონალდუს უფროს ვაჟს, კრიშტიანუ უმცროსსაც ზრდის.
წყარო