საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მამიდა, ეთერ ანწუხელიძე, მწერალ გიორგი კეკელიძესთან საუბარში ძმისშვილის შესახებ ემოციურ მოგონებებს იხსენებს.
მწერალი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეთერ ანწუხელიძე „საოცარი ქალია, დიდი ამბების მცოდნე და გადამტანი“, რომელიც ყოველდღიურად ძმისშვილს ესაუბრება.
"ეს გიორგი ანწუხელიძის გამზრდელი მამიდაა – ეთერ ანწუხელიძე. საოცარი ქალი, დიდი ამბების მცოდნე და გადამტანი. ყოველდღე გიორგის ელაპარაკება. საკუთარია ასეთი ლაპარაკი და არც მიკითხავს, რას. ერთმანეთს კი ორი საათი ველაპარაკეთ, ჩემი მომავალი წიგნისთვის – „ანწუხელიძე“. წინაპრების ისეთი ისტორიები მოიგონა, ბარემ სამ რომანს რომ ეყოფა. და კიდევ ბევრი რამ“, – წერს გიორგი კეკელიძე.
"მეზობლებში ვიყავით, ჩვენი ტელევიზორი ხომ გაფუჭებული იყო. იქ ვიყავით და გამოჩნდა… მხოლოდ ის დავინახე, როგორ ეხვეოდნენ სვავებივით, სხვა არაფერი მახსოვს. მარტო როცა ვარ, ხშირად ველაპარაკები, დღე არ გავა, არ დაველაპარაკო. ვიცი, რომ მისმენს, მიყურებს. ვფიქრობ, რომ თავზე მადგას და მეფერება, ასეთი წარმოდგენა მაქვს. სხვებს ხომ არ ვაჩვენებ ცრემლებს, სხვა ვინ მყავს აქ. სულ ველაპარაკები, თუ რა მიჭირს. ამასობაში ჩემი წასვლის დროც მოვა ხოლმე საღამოს. რომ გავალ და აღარ შემიძლია, ხან ძმას ვნატრულობ, ხან კიდევ ძმიშვილს“, – ამბობს ეთერ ანწუხელიძე.
გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირია. ტყვეობაში ყოფნისას მან სასტიკი წამების მიუხედავად სამშობლოსა და სამხედრო ფიცს არ უღალატა. მისი სიმტკიცისა და თავდადების ისტორია ქართველი ხალხისთვის გმირობისა და ღირსების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა.