"2008 წელს საქართველო გადავარჩინეთ", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილის თქმით, 2012 წლის "გამარჯვება" ვინც იზეიმა, სწორედ ის იყო ქართული „ისტორიული კატასტროფა და რაც რუსმა ჯარით ვერ აიღო, შიდა ღალატით გაინაღდა“.
„სანამ რუსული პროპაგანდის ნიაღვარი გადმოგესხმებათ დღეს და ხვალ - 2008 წელს საქართველო გადავარჩინეთ:
- ქართველმა ხალხმა, რომელიც ერთ მუშტად შეიკრა (აი ქოცები რომ "კონცერტს" უწოდებენ)
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გმირობამ (ქოცები რომ "პიარს" ეძახიან)
- ჩვენმა მეგობრებმა - კაჩინსკიმ, იუშენკომ, ადამკუსმა, ჰოლბრუკმა, ბილდტმა, მეთიუ მრაიზამ და სხვებმა (ქოცები რომ ომის გამჩაღებლობას აბრალებენ)
- იმან რომ საქართველო არ დავტოვე, წინააღმდეგობას რომ ჩავუდექი სათავეში, მთელი ჩემი საერთაშორისო კონტაქტები ავამოქმედე, ამერიკა დავარწმუნე პირდაპირი ჩარევის აუცილებლობაში (ყველაფერი ის, რაც ქოცებისთვის "მიწაზე მოხოხიალე შეშინებული" მიშაა")
- და რა თქმა უნდა, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ და მათმა კბილებამდე შეიარაღებულმა მე-6 ფლოტმა (აი ქოცები რომ ამბობენ, "წყალი და პამპერსები" ჩამოიტანაო)ქოცები ტყუიან, რომ თითქოს მე ხალხს მაშინ გამარჯვება ვაზეიმე. ხალხი დაგვეღუპა, სოფლები დაგვენგრა - საზეიმო არაფერი გვქონდა.
მაგრამ 2008 წელის აგვისტოში რუსეთი საქართველოსთან და დემოკრატიულ სამყაროსთან მართლა დამარცხდა. ვერ მიაღწია რა ვერც თბილისის აღებას და ვერც სხვა სტრატეგიულ მიზნებს, კერძოდ საქართველოს წარმატებული განვითარების შეჩერებას.
აი 2012 წლის "გამარჯვება" ვინც იზეიმეთ, სწორედ ეგ იყო ქართული ისტორიული კატასტროფა და რაც რუსმა ჯარით ვერ აიღო, შიდა ღალატით გაინაღდა. არა უშავს, ჩვენ ისევ ვიტყვით ბოლო სიტყვას!“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.