პენტაგონის ყოფილმა თანამშრომელმა და მისმა მეუღლემ 2023 წლის ოქტომბრის გვიან ღამეს, კოლორადოში მდებარე საკუთარი სახლის თავზე, უცნაური სამკუთხა ფორმის საფრენი აპარატი შენიშნეს. ეს ინფორმაცია იმ ანგარიშშია წარმოდგენილი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის მიერ “UFO”- ების შესახებ პარასკევს გამოქვეყნებული ფაილების მეხუთე პაკეტში შევიდა.

მოწმის თქმით, ის და მისი მეუღლე ეზოს უკანა ტერასაზე ისხდნენ, როდესაც 23:00 საათისთვის, თავს ზემოთ დაახლოებით 90 მეტრის სიმაღლეზე, “რაღაცის ფრენა შენიშნეს“
ოფიციალურ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ამოუცნობი ობიექტი „იდეალურ სამკუთხედს ჰგავდა... ყოველგვარი დამატებითი ფრთების, კუდის თუ ძრავისთვის დამახასიათებელი ფორმების გარეშე და თითქმის გამჭვირვალე იყო. გარდა ამისა ობიექტს ერთგვარი ბურუსი თუ ოპტიკური ეფექტები ერტყა გარს ... თითქოს ნისლში იყურებოდი, რაც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა რომ ის წყალში ლივლივებდა.“

პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი ამტკიცებდა, რომ აპარატი “სრულიად უხმოდ გადაადგილდებოდა და მას არანაირი ვიბრაცია, სტატიკური ელექტრობა თუ სხვა ეფექტი არ უგრძნია, როდესაც თავზე გადაუფრინა“.
წყვილმა საფრენ აპარატზე დაკვირვება განაგრძო, მამაკაცის თქმით მან “ვერცხლისფერ-ლურჯი სინათლის ზოლი“ შეამჩნია რაც, მისი ვარაუდით, ხომალდის ძრავის სისტემის მუშაობის შედეგი უნდა ყოფილო. ამოუცნობმა ობიექტმა ოთხ წამში უზარმაზარი მანძილი დაფარა, შემდეგ ვერტიკალური პოზიცია მიიღო ისე, რომ ფრენის ტრაექტორია და სიმაღლე არ შეუცვლია და თვალს მიეფარა.

კიდევ ერთი “მფრინავი სამკუთხედი“ 2002 წელს ავღანეთში მდებარე აშშ-ის ბაგრამის საჰაერო ბაზას თავზე დააფიქსირეს, სამხედრო პილოტის მოგონებების თანახმად “ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის ობიექტმა რომელიც ცაში უხმოდ, მუდმივი სიჩქარითა და სიმაღლით გადაადგილდებოდა, სამხედრო ბაზას დაახლოებით 150 მეტრის სიმაღლეზე გადაუფრინა, რაღაც პერიოდში ის ჯერ მარჯვნივ, შემდგ კი მარცხნივ, ჩვეულებრივი საჰაერო ხომალდისთვის სრულიად არაბუნებრივი ტრაექტორიით, 90 გრადუსით გადაიხარა, შემდეგ ჰორიზონტალურ ფრენას დაუბრუნდა და გაუჩინარდა.“ მოვლენას თვალს მეორე პილოტიც ადევნებდა, თუმცა მოწმეებმა მომხდარს ვერანაირი ახსნა ვერ მოუძებნეს.
სხვა ფაილში აღწერილია 1963 წლის შემთხვევა, როდესაც ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს ცენტრში, დიდი ლითონის სფეროს ჩამოვარდნის შედეგად, მიწაში დაახლოებით 4 მეტრის სიღრმის ორმო გაჩნდა.
ცნობების თანახმად, ობიექტს სქელი შუშით დაფარული სარკმლის მსგავსი ღობე ჰქონდა, შიგნით კი ადამიანის სხეული იპოვეს, რომელსაც ამოუცნობი წარწერებით დაფარული სქელი ტანსაცმელი ეცვა.
დოკუმენტებში დაცულია მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები და მედიის ცნობები და არა მთავრობის მიერ დადასტურებული დასკვნები. დოკუმენტები არ იძლევა იმის მტკიცებულებას, რომ ობიექტები უცხოპლანეტური წარმოშობისაა.
FBI-ის კიდევ ერთი დოკუმენტი 2023 წლის ოქტომბერში კოლორადო სპრინგსში მომხდარ შემთხვევას აღწერს.


მოწმემ ცაში უცნაური, რუხი, “პიქსელირებული“ ღრუბელი შეამჩნია, საიდანაც წითელი სინათლე გამოჩნდა. ღრუბლიდან უეცრად უზარმაზარი, მუქი ფერის სამკუთხედი გამოვიდა, რომლმაც თავდაპირველად დაახლოებით ვერტმფრენის სიჩქარით იფრინა, შემდეგ კი თითქმის მყისიერად უზარმაზარი სისწრაფე განავითარა და თვალს მიეფარა.
ობიექტს ხმა, სუნი ან ხილული ძრავი არ ჰქონია, თუმცა მის გარშემო ჰაერი ისე ირხეოდა, “როგორც ცხელ ასფალტზე“. მისი გაუჩინარების შემდეგ, ღრუბელიც გაქრა. როდესაც მოწმემ ცოლს დაურეკა, მისმა მეუღლემ აღნიშნა, რომ ელექტრონული შეფერხების გამო კაცის ხმა “რობოტისას წააგავდა"