სამეფო საზღვაო ქვეითთა ყოფილი წევრი და პენსიონერი მეხანძრე, დური უილიამსი, ოთხშაბათს კენტში, ბროდსტეირსის მახლობლად, დამპტონ გეპის სანაპიროს ხეივანში მდებარე კაფეში მუშაობდა, როდესაც განსაცდელში მყოფი ბავშვები შეამჩნია.


Bayside Cafe-ს მფლობელი დაუფიქრებლად შევიდა აბობოქრებულ ზღვაში. მან სამაშველო რგოლის მეშვეობით ჯერ პატარა გოგონა და ბიჭი ამოიყვანა წყლიდან, შემდეგ კი ღრმა წყალში მყოფი მეორე ბიჭის გადასარჩენად უკან დაბრუნდა და ტალღებთან ბრძოლის შემდეგ ისიც ნაპირზე გამოიყვანა.

გავრცელებულმა კადრებმა სოციალურ ქსელებში უამრავი აღფრთოვანებული კომენტარი დაიმსახურა.
“ნამდვილი გმირია. ყოჩაღ ამ ბავშვების გადარჩენისთვის, აღტაცებული ვარ!“
„ყოჩაღ, სტივ! საოცარი რეაგირება და სიმამაცეა.“
"მთელ ინციდენტს ვადევნებდი თვალს. სტივი წამიერად გაჩნდა იქვე და სამივე ბავშვს ნაპირზე გამოსვლაში დაეხმარა,“- წერენ მომხმარებლები