ავტორი:

არშემდგარი ქორწინება 15 წლით უფროს ქართველთან - ალინა კაბაევას საიდუმლო ცხოვრება: როგორ გამოიყურებოდა ის პლასტიკურ ოპერაციებამდე

არშემდგარი ქორწინება 15 წლით უფროს ქართველთან - ალინა კაბაევას საიდუმლო ცხოვრება: როგორ გამოიყურებოდა ის პლასტიკურ ოპერაციებამდე

ვლადიმერ პუტინის ფავორიტი ქალი, რომლის გარშემოც რუსეთში ათასგვარი მითი და საიდუმლო ტრიალებს - ალინა კაბაევა წლებია დასავლური და მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია.

  • მიუხედავად იმისა, რომ კრემლი ამ თემას საგულდაგულოდ მალავს, საერთაშორისო გამოძიებები და ჟურნალისტური წყაროები ღიად წერენ, რომ ყოფილი ტანმოვარჯიშე რუსეთის პრეზიდენტთან მრავალწლიან ფარულ ურთიერთობაშია და მათ საერთო შვილებიც ჰყავთ, რომლებიც შვეიცარიასა და რუსეთის საიდუმლო რეზიდენციებში, სრული იზოლაციითა და ფუფუნებით იზრდებიან.

თუმცა, სანამ კრემლის ყველაზე გავლენიან და ჩრდილოვან ქალად იქცეოდა, კაბაევამ საკმაოდ დრამატული და სკანდალებით აღსავსე გზა გაიარა.

"ძალიან მსუქანია“ - ირინა ვინერის მკაცრი ვერდიქტი

ალინა ტაშკენტში, სპორტსმენების ოჯახში დაიბადა. მამა - ცნობილი ფეხბურთელი მარატ კაბაევი იყო, დედა კი - კალათბურთელი. 11 წლის ასაკში დედამ მოსკოვში, მხატვრული ტანვარჯიშის "რკინის ლედისთან“, ირინა ვინერთან წაიყვანა.

პირველი შეხვედრა ცივი შეხვედრით დასრულდა. ვინერმა გოგონას გადახედა და მოკლედ უთხრა: "არ გამოდგება“. ტანვარჯიშის მკაცრი სტანდარტებისთვის ალინა ზედმეტად ჭარბწონიანი ეჩვენათ, დარბაზში უფროსი გოგონები კი მას შეუმჩნევლად "ფეხებიან ტელევიზორსაც“ ეძახდნენ. ვინერმა სასტიკი პირობა წაუყენა: 3 დღეში 3 კილოგრამი უნდა დაეკლო. 11 წლის ბავშვმა სამი დღე თითქმის მხოლოდ მინერალურ წყალზე გაატარა და ნებისყოფა დაამტკიცა.

დოპინგ-სკანდალი და დადგმული "ავტომობილის გატაცება“

2000 წლის სიდნეის ოლიმპიადაზე ფავორიტმა კაბაევამ უპატიებელი შეცდომა დაუშვა - რგოლი ხელიდან გაუსხლტა და მხოლოდ ბრინჯაოს დასჯერდა.

ამის შემდეგ დაიწყო მთავარი სკანდალი: 2001 წელს მისი და ირინა ჩაშჩინას ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება (ფუროსემიდი) აღმოაჩინეს და წელიწად-ნახევრიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. დეპრესიაში ჩავარდნილმა ალინამ ვარჯიშს თავი დაანება და მოსკოვის ღამის კლუბებში სიარული დაიწყო. მის დასაბრუნებლად ირინა ვინერმა და ალინას დედამ ეშმაკურ ხერხს მიმართეს:

დედამ ნაცნობების მეშვეობით ალინას ავტომობილის "გატაცება“ გაითამაშა. ტრანსპორტის გარეშე დარჩენილი სპორტსმენი საწვრთნელ ბაზაზე "ჩაიკეტა“ და ვარჯიშს დაუბრუნდა, რასაც 2004 წლის ათენის ოლიმპიადაზე ნანატრი ოქროს მედალი მოჰყვა.

სიყვარული ქართველ კაპიტანთან და ჩაშლილი ქორწილი

სანამ კაბაევას ცხოვრებაში პუტინი გამოჩნდებოდა, მისი ერთადერთი ღია და ყველაზე ხმაურიანი რომანი ქართველ მამაკაცს უკავშირდებოდა. 2000-იანი წლების დასაწყისში ალინას სიყვარულის ისტორია მოსკოვის მილიციის კაპიტანთან, დავით მუსელიანთან სრულიად რუსულმა მედიამ აიტაცა.

15-წლიანი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, წყვილი გრანდიოზულ ქორწილს გეგმავდა. კაბაევა ინტერვიუებში აღტაცებით საუბრობდა საქმროზე, თუმცა მალევე გაირკვა, რომ მუსელიანი ცოლიანი იყო და შვილიც ჰყავდა. მოგვიანებით, როდესაც მან ცოლთან განქორწინება მოასწრო, პრესაში მის სხვა რომანებზეც დაიწყო ჭორები. საბოლოოდ, ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე, წყვილი ერთმანეთს ხმაურიანად დაშორდა.

ოქროს გალია და ჩრდილოვანი იმპერია

ქართველ კაპიტანთან დაშორების შემდეგ კაბაევამ პირადი ცხოვრება საბოლოოდ დახურა. მალევე იგი პოლიტიკაში გადავიდა, სახელმწიფო დუმის დეპუტატი გახდა, მოგვიანებით კი რუსეთის უმსხვილესი მედიაჰოლდინგის (НМГ) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა - სადაც მილიონობით დოლარის ოდენობის შემოსავალს იღებს.

"შეცვლილი სახე“ და წარუმატებელი პლასტიკური ჩარევებისპორტული კარიერის დასრულებისა და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გაუჩინარების შემდეგ, ალინა კაბაევას ყოველი იშვიათი გამოჩენა მედიასა და სოციალურ ქსელებში ნამდვილ სენსაციად იქცევა. თუმცა, ყურადღებას იპყრობს არა მხოლოდ მისი ჩაცმულობა ან ძვირადღირებული სამკაულები, არამედ თვალში საცემი ვიზუალური ცვლილებები. წლების განმავლობაში ყოფილი ტანმოვარჯიშის გარეგნობა შეიცვალა, რამაც ესთეტიკური მედიცინისა და პლასტიკური ქირურგიის ექსპერტების დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

პლასტიკური ქირურგების შეფასებით, კაბაევამ აქტიურად მიმართა ბოტოქსის ინექციებსა და ფილერებს. შედეგად, მისი ერთ დროს ბუნებრივი, ცოცხალი და ემოციური მიმიკა თითქმის გაქრა, ხოლო სახის ნაკვთები შესამჩნევად შეშუპებული და ასიმეტრიული გახდა. მედიაში ხშირად მსჯელობენ ბლეფაროპლასტიკასა (ქუთუთოების ოპერაცია) და ყვრიმალების კორექციაზე. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ არასწორად შერჩეულმა დოზებმა თუ ქირურგიულმა ჩარევამ მისი თვალის ბუნებრივი ფორმა შეცვალა, ხოლო ყვრიმალების ზონამ არაბუნებრივი მოცულობა შეიძინა.

ყოველ ჯერზე, როდესაც იგი ტელეეკრანებზე ან საქველმოქმედო ღონისძიებებზე ჩნდება, ყვითელი პრესა და ინტერნეტმომხმარებლები აქტიურად განიხილავენ მის სახეზე ცვლილებებს.

დღესდღეობით ოლიმპიური ჩემპიონი დასავლური სანქციების ქვეშაა. იგი საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება, ერიდება ჟურნალისტებს და ცხოვრობს სრულ საიდუმლოებაში - ოქროს გალიაში, სადაც სპორტული დიდება კრემლის ყველაზე გავლენიანი ქალის სტატუსმა ჩაანაცვლა.