ავტორი:

წელიწადნახევარში საქართველოში 164 ადამიანი დაიკარგა - 57 პირს ამ დრომდე ეძებენ

წელიწადნახევარში საქართველოში 164 ადამიანი დაიკარგა - 57 პირს ამ დრომდე ეძებენ

საქართველოში წელიწადნახევრის განმავლობაში 164 ადამიანი დაიკარგა, მათგან 57 პირის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. აღნიშნულს მოწმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2025 წლისა და 2026 წლის 6 თვის სტატისტიკური მონაცემები.

  • ამასთან, ოფიციალური ცნობებით, ბოლო წელიწადნახევარში დაკარგულია 18 არასრულწლოვანი, მათგან 4-ს ამ დრომდე ეძებენ.

უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში დაკარგულად 41 ადამიანი ითვლება. მათგან 25 იპოვეს (ერთი პირი გარდაცვლილი აღმოჩნდა), ხოლო 16 ადამიანის ძებნა კვლავ გრძელდება.

რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიას, 2026 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, დაკარგულთა შორის ყველაზე მეტი - 20 ადამიანი 25-დან 45 წლამდე ასაკის პირი იყო. მათგან 12 იპოვეს, ერთი გარდაცვლილია (უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო), ხოლო 7-ის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში დაკარგული 5 არასრულწლოვანი ყველა ნაპოვნია. ასევე, დაკარგულად ითვლება 46-დან 60 წლამდე ასაკის 7 ადამიანი. მათგან 3 იპოვეს, 4-ის ძებნა კი კვლავ გრძელდება. 60 წელს ზემოთ ასაკის 7 დაკარგული პირიდან 3 ნაპოვნია, 4-ს კი ამ დრომდე ეძებენ. 18-დან 24 წლამდე ასაკის 2 დაკარგული პირიდან ერთი ნაპოვნია, მეორეს კი კვლავ ეძებენ.

შსს-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში დაკარგული 41 ადამიანიდან 36 საქართველოს მოქალაქეა, 5 კი უცხო ქვეყნის მოქალაქე. ნაპოვნია საქართველოს 21 მოქალაქე და უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე... წაიკითხეთ ვრცლად