ავტორი:

"ძალიან ბევრ ინფორმაციას ვიღებთ ხალხისგან" - რას წერს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე

"ძალიან ბევრ ინფორმაციას ვიღებთ ხალხისგან" - რას წერს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე

უკვე რამდენიმე კვირაა საზოგადოება დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს ამბავს, რომელიც 12 წლის წინ გაუჩინარებულ ბიჭს ეხება.

  • 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.

გურამი მლეთაში მეგობარი ახალგაზრდების ჯგუფს გაჰყვა. ისინი თბილისში ისე დაბრუნდნენ, რომ არც ერთ მათგანს არ აქვს პასუხი, სად გაქრა მათი მეგობარი გურამი და რატომ არ დაბრუნდა მათთან ერთად.

დადიანიძის ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძეა, რომელიც ეტაპობრივად საზოგადოებას უზიარებს ხოლმე საქმეში არსებულ ახალ დეტალებს.

"ამ საქმის მთავარი იმედია ის საოცარი ადამიანები, ვინც ქალბატონ სოფოს უდიდეს დახმარებას უწევენ.

როცა მე ჩავერთე, ეს ადამიანები უკვე ეხმარებოდნენ ქალბატონ სოფიოს. ამ საქმის იმედია ასევე მთელი ქართული საზოგადოება. ძალიან ბევრ ინფორმაციას ვიღებთ ხალხისგან", - წერს ტარიელ კაკაბაძე.