ავტორი:

"ძირს დააგდეს, თავი ასფალტზე არტყმევინეს. ურტყამდნენ კეფისა და თავის არეში" - რას ამბობს კურიერის ადვოკატი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ

"ძირს დააგდეს, თავი ასფალტზე არტყმევინეს. ურტყამდნენ კეფისა და თავის არეში" - რას ამბობს კურიერის ადვოკატი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ

თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე, კურიერს, მოქალაქე დავით დვალიშვილს თავს დაესხა დაახლოებით 5-კაციანი ჯგუფი, რომელთა შორის უმეტესობა არასრულწლოვანი იყო და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადვოკატი, იაკო კვანტალიანი ავრცელებს.

დვალაშვილი მიღებული დაზიანებების შემდეგ, კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც ამ დროისთვის გაწერილია.

  • "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სასტიკად ნაცემია. ძირს დააგდეს, თავი ასფალტზე არტყმევინეს. ურტყამდნენ კეფისა და თავის არეში. აღენიშნება უამრავი დაზიანება. თავდამსხმელები უმეტესად არასრულწლოვანები არიან.

ისინი მოქმედებდნენ ჯგუფურად.

როდესაც გამოვიდა - არასრულწლოვანები სავარაუდოდ ეძებდნენ ან დებდნენ ნარკოტიკს, არ ვიცი. მოუწოდეს ტერიტორია დაეტოვებინათ: ეუბნებოდნენ, რომ თითქოს პოლიციაში რეკავდა" - აცხადებს დაშავებული კურიერის ადვოკატი "TV პირველთან".