ავტორი:

ბექჰემები სენ-ტროპეში ისვენებენ - რატომ არ უერთდება ოჯახურ მოგზაურობას ბრუკლინი?

ბექჰემები სენ-ტროპეში ისვენებენ - რატომ არ უერთდება ოჯახურ მოგზაურობას ბრუკლინი?

ვიქტორია და დევიდ ბექჰემები ოჯახთან ერთად საფრანგეთის სამხრეთში, სენ-ტროპეში ისვენებენ. ვიქტორიამ იახტაზე მონაცრისფრო-მოყავისფრო ბიკინი მოირგო, რომელსაც სათვალეები და ჩალის ქუდი შეუხამა. დიზაინერი 15 წლის ქალიშვილ ჰარპერთან ერთად გადაიღეს, რომელიც ყვავილებიანი ზედით, დიდი ზომის საყურეებითა და ყავისფერი Birkin-ის ჩანთით გამოჩნდა.

ოჯახურ დასვენებას შეუერთდნენ დევიდი, მათი ვაჟი რომეო და მისი შეყვარებული კიმ ტერნბული, ვიქტორიას მშობლები - ჯეკი და ტონი ადამსები - და მისი და ლუიზი. მოგზაურობას ამჯერად კრუზი ვერ შეუერთდა. 21 წლის მუსიკოსი საკუთარ ჯგუფთან, The Breakers-თან ერთად, ჩრდილოეთ ამერიკაში ტურნეზე იმყოფება.

დასვენების პარალელურად ყურადღების ცენტრში კვლავ აღმოჩნდა ბექჰემების უფროსი ვაჟის, ბრუკლინის, ურთიერთობა ოჯახთან. ბრუკლინი და მისი მეუღლე, ნიკოლა პელცი, ამავე პერიოდში საფრანგეთის სამხრეთში იმყოფებოდნენ და ელტონ ჯონის იახტაზე ისვენებდნენ. მუსიკოსი ბექჰემების ოჯახის დიდი ხნის მეგობარია.

ბრუკლინისა და ნიკოლას ყოფნა ბექჰემებთან ასე ახლოს განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ოჯახში არსებული დაპირისპირება კვლავ არ დასრულებულა. წყვილი ბოლო პერიოდში დევიდისა და ვიქტორიას ოჯახურ ღონისძიებებს აღარ ესწრება და მათთან ურთიერთობას საჯაროდაც არიდებს თავს.

ბრუკლინისა და ნიკოლას პირველი ქორწილი 2022 წლის აპრილში, ფლორიდაში, პელცების ოჯახის პალმ-ბიჩის მამულში გაიმართა. გრანდიოზულ ცერემონიას დაახლოებით 500 სტუმარი დაესწრო. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ ბრუკლინმა განაცხადა, რომ იმ დღის მოგონებები მისთვის და ნიკოლასთვის სასიამოვნო არაა.

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახები ამჯერად ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ, მათი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

წყარო