ბულგარეთის საჰაერო სივრცეში დრონი აფეთქდა, - ინფორმაციას ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი რუმენ რადევი ავრცელებს.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დრონის აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა და არც ინფრასტრუქტურა დაზიანებულა.
მისი თქმით, ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტებსა და ბულგარეთ-რუმინეთის საზღვრის გასწვრივ მეთვალყურეობა გაძლიერდება.
დრონის წარმოშობის დადგენის მიზნით ბულგარეთში გამოძიება დაიწყო.