"ზურგს უკან ლაჩრულად მომეპარნენ და თავს დამესხნენ - ასფალტზე თავი მრავალჯერ დამარტყმევინეს, მირტყეს მუშტები" - რას ჰყვება კურიერი, რომელსაც არასრულწლოვანები სასტიკად გაუსწორდნენ?

"ზურგს უკან ლაჩრულად მომეპარნენ და თავს დამესხნენ - ასფალტზე თავი მრავალჯერ დამარტყმევინეს, მირტყეს მუშტები" - რას ჰყვება კურიერი, რომელსაც არასრულწლოვანები სასტიკად გაუსწორდნენ?

"ასფალტზე თავი მრავალჯერ დამარტყმევინეს, მირტყეს მუშტები. ფოტოები რაც ვნახე, ყველა ამოვიცანი" - ამის შესახებ სასტიკად ნაცემმა კურიერმა "TV პირველს" განუცხადა.

  • დავით დვალიშვილი ამბობს, რომ მას ზურგიდან მიეპარნენ და იმის გამო გაუსწორდნენ, რომ მან შეკვეთის ადგილზე მიტანის შემდეგ ტელეფონზე დარეკა.

დვალიშვილის თქმით, სავარაუდოდ, მოძალადეები ფიქრობდნენ, რომ კურიერი პოლიციაში რეკავდა.

"როდესაც ტელეფონზე ვსაუბრობდი, მოვიდნენ ჩვენთან - "პოლიციაში დაგვასმინეო, ჩაგვიშვიო". როცა წამოვედი დამამცირებელ ტონს მოუმატეს. ამოიღეს ტელეფონი და მგონი, გადაღებაც დაიწყეს. [გაანათა ტელეფონმა]. მივხვდი, რომ საქმე სერიოზულად იყო. დიდი ალბათობით, იქ კარგს არაფერს მალავდნენ ან ეძებდნენ, დანამდვილებით არ ვიცი.

  • ტელეფონი რომ ამოვიღე, მართლა ვაპირებდი 112-ში დარეკვას, რამდენიმემ გაქცევა სცადა. ერთმა, რომელიც გვერდით მომყვებოდა, ტელეფონი წამართვა. ზურგს უკან ლაჩრულად მომეპარნენ და თავს დამესხნენ.

ასფალტზე თავი მრავალჯერ დამარტყმევინეს, მირტყეს მუშტები. ფოტოები რაც ვნახე, ყველა ამოვიცანი" - ამბობს დვალიშვილი.

ცნობისთვის, კურიერს თავს საბურთალოზე, გუშინ ღამის საათებში დაესხნენ.