რუსულმა ძალებმა დღეს დილით უკრაინის ქალაქ ხარკოვის სალტივსკის რაიონს დაარტყეს, რამაც მრავალსართულიან შენობებს დააზიანა და მსხვერპლი გამოიწვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია 12 ადამიანი.
ამასთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა.
გარდა ამისა, თავდასხმის შედეგად ქალაქის რამდენიმე უბანში საცხოვრებელი შენობები დაზიანდა და ავტომობილები დაიწვა.