"ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩვენი ცხოვრება შენთან ერთად ასეთ არარომანტიკულ ფაზაში შევიდოდა" - თეონა კონტრიძე ქორწინებიდან 18 წლის თავზე ქმარს ემოციურ "პოსტს" უძღვნის

"ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩვენი ცხოვრება შენთან ერთად ასეთ არარომანტიკულ ფაზაში შევიდოდა" - თეონა კონტრიძე ქორწინებიდან 18 წლის თავზე ქმარს ემოციურ "პოსტს" უძღვნის

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თეონა კონტრიძე ქმართან ერთად ჯვრისწერის 18 წლისთავს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება.

მომღერალი წერს, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს მათი ჯვრისწერის დღე იყო.

კონტრიძე აღნიშნავს, რომ ვერასდროს იფიქრებდა, თუ მათი ცხოვრება ერთად ასეთ „არარომანტიკულ ფაზაში“ შევიდოდა, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ისინი კვლავ პოულობენ ძალას, რომ გზა ერთად გააგრძელონ და სირთულეებს ღირსეულად გაუმკლავდნენ.

კონტრიძე მეუღლეს საკუთარ გმირს უწოდებს და ამბობს, რომ მისთვის ის კვლავაც გმირად რჩება.

"08.08.2008… ჩვენი ჯვრისწერის დღე. 18 წელი შეგვისრულდა… ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩვენი ცხოვრება შენთან ერთად ასეთ არარომანტიკულ ფაზაში შევიდოდა და, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც ვპოულობთ ძალას, რომ წინ ვიაროთ და ღირსეულად გავუძლოთ დარტყმას! როგორც იყავი ჩემი გმირი, ისე დარჩი, რადგან ყოფილი გმირები არ არსებობენ. შენ ყოველთვის ჩემზე უკეთესს მხდიდი, ვიდრე სინამდვილეში ვარ. შენი ავადმყოფობითაც კი აგრძელებ ამის გაკეთებას. დაე, ჩვენს ცხოვრებაში კიდევ ერთი სასწაული მოხდეს… კიდევ ერთი, რადგან მთავარი სასწაული უკვე მოხდა — სიყვარული!" - წერს თეონა კონტრიძე.

თეონა კონტრიძის ქმარი ავად არის. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერდა. კონტრიძის ქმარს ხუთი წლის წინ გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს.

ნიკოლაი კლოპოვმა და თეონა კონტრიძემ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში იქორწინეს. მას შემდეგ კონტრიძე-კლოპოვას წყვილი ერთ-ერთ ყველაზე მყარ და ბედნიერ ოჯახად ითვლებიან.

ნიკოლაის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს - მამაკაცი ეტლს მიეჯაჭვა, მაგრამ არც ის და არც მომღერალი არ დანებებულან. წყვილი იმედოვნებს, რომ ყველა სირთულეს ერთად გადალახავს.