წალენჯიხის არტ-მეურნეობაში, ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლის კურსამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

წალენჯიხის არტ-მეურნეობაში, ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლის კურსამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

წალენჯიხის არტ-მეურნეობაში, ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლის კურსამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

IT აკადემიამ უკვე კურსდამთავრებულთა მე-7 ნაკადი გამოუშვა, რომლებიც 10 კვირიანი ინტენსიური კურსის განმავლობაში სწავლობდნენ კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებს: პროგრამირებას, ვებ-დეველოპმენტს, ალგორითმულ აზროვნებასა და პრაქტიკულ პროექტებზე გუნდურ მუშაობას.

ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT აკადემია, 4 წლის წინ, მამუკა ხაზარაძის ინიციატივითა და ძალისხმევით წალენჯიხის არტ-მეურნეობაში გაიხსნა და არაერთ ადგილობრივ ახალგაზრდას სრულიად უფასოდ მისცა ტექნოლოგიური განათლების მიღების შესაძლებლობა.

IT აკადემიის კურსდამთავრებულებს შორის არიან ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდებიც.