საქართველოს პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„სამართალდამცველებმა ორივე ავტომანქანის მძღოლი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ორივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.