ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებაზე უმაღლესი ქულა რეპეტიტორთან მომზადების გარეშე მიიღო (ვიდეო)

ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებაზე უმაღლესი ქულა რეპეტიტორთან მომზადების გარეშე მიიღო (ვიდეო)

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. იმ აბიტურიენტებს შორის, რომლებმაც წელს მაღალი ქულები მიიღეს ერთ-ერთი გიგი შენგელიაა, რომელიც 108-ე სკოლის კურსდამთავრებულია.

გიგიმ მათემატიკაში მაქსიმალური ქულა რეპეტიტორთან მომზადების გარეშე მიიღო. ამბობს, რომ მაქსიმალური შედეგის მისაღწევად საკუთარ თავზე მუშაობა მნიშვნელოვანია.

"მათეკატიკაში ავიღე 51/51 ქულა, ინგლისურში ასევე, მაქსიმალური 70/70, ქართულში კი 60/53 ქულა. მათეკატიკის სიყვარული მე-4, მე-5 კლასში გამოვიჩინე და ამის შემდეგ დამატებითი მასალებით დავხვეწე ჩემი ცოდნა და მოვიტანე მე-12 კლასამდე. ვერ ვიტყვი, რომ მე-12 კლაში სწავლით თავს ვიკლავდი, წინარე ცოდნის გამოყენებით მოვახერხე რომ ასეთი მაღალი ქულა მიმეღო. ინგლისურში მოვემზადე, მაგრამ ახლა ისეთი დროა თუ არ იცი შემოგესწავლება მაინც. ქართულშიც ვემზადებოდი, თუმცა როცა იცი რომ ორ საგანში მაღალ ქულას იღებ საბრძოლო მოტივაცია აღარ გაქვს.

სწავლის გაგრძელებას თსუ-ში ვაპირებ, ტექნიკური მიმართულებით. კომპიუტერული მეცნიერება ან ინჟინერია. მომავალში მინდა, რომ კარგი სამსახური ვიშოვო, ცოდნა დამიფასდეს და სხვა ახალგზარდებს დავეხმარო.

მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, გამოცდაზე არ ინერვიულონ. თუ მაღალ ქულას ვერ აიღებენ ამით არაფერი მთავრდება. მასალა არ დაიგროვონ და ყველაფერი თავის დროზე აითვისონ. მხოლოდ გაკვეთილების მომზადება არაა საკმარისი, დამატებითაც უნდა იმეცადინონ," - ამბობს გიგი შენგელია.