გაიცანით ქალი, რომელიც თბილისში, ტუკ-ტუკით გადაადგილდება - "სერიაც ავურჩიე - "ნუკი," იქნებ რამეს ვარღვევ, ხომ უნდა გამაჩეროს პატრულმა?" (ვიდეო)

გაიცანით ქალი, რომელიც თბილისში, ტუკ-ტუკით გადაადგილდება - "სერიაც ავურჩიე - "ნუკი," იქნებ რამეს ვარღვევ, ხომ უნდა გამაჩეროს პატრულმა?" (ვიდეო)

საცობებისგან თავის დასაღწევად კოსმეტოლოგმა, ნუკი ლობჟანიძემ ტუკ-ტუკი შეიძინა. ყოველდღიურს მარშრუტს ისნიდან დიღმის მასივამდე საკუთარი ტრანსპორტით ფარავს. ამბობს, რომ ტუკ-ტუკმა მისი მოლოდინი გაამართლა.

"ველოსიპედის ყიდვას ვაპირებდი, მაგრამ ქალურობის დაკარგვა არ მინდოდა. კაბები ძალიან მიყვარს და ამ ტრანსპორტის შეძენა გადავწყვიტე. თბილისში საათობით მიწევდა საცობში დგომა. სულ ქუჩაში ვიყავი. სამსახურში მისასვლელად 2 საათიდან - 3 სთ-მდე მჭირდებოდა. ახლა მაქსიმუმ 1 საათი მჭირდება.

თავიდან ვნერვიულობდი სამ თვალზე რომ იყო. მართვა მარტივი არ არის, გავრისკე და მომეწონა. გზები ჯერჯერობით არ არის მოწესრიგებული. იმედი მაქვს მოაწესრიგებენ. სერიაც ავურჩიე- "ნუკი". იქნებ რამეს ვარღვევ პატრულმა ხომ უნდა გამაჩეროს. მძღოლებს ჩემი ეშინიათ, რომ არ დავეტაკო. ხან მე ვუფრთხილდები, ხან - ისინი მიფრთხილდებიან. მართვის მოწმობა არ სჭირდება.

კომენტარებში დიდი გამოხმაურება აქვს. ბევრს მოსწონს ჩემი გადაწყვეტიება. ნაწილი კი წერს, რომ ახლა დავემსგავსებით ჩინელებს და ინდოელებს, - ამბობს ნუნუკა ლობჟანიძე.