ვინ არიან ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები

ვინ არიან ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები

მილიარდიანი იმპერიები მოედნის მიღმა თანამედროვე პროფესიულ სპორტში წარმატება მხოლოდ ტიტულებითა და თასებით აღარ იზომება. მსოფლიოს წამყვანი ათლეტებისთვის სპორტული კარიერა ხშირად მხოლოდ საწყისი ეტაპია მრავალმილიარდიანი ბიზნესიმპერიების ასაშენებლად.

Visual Capitalist-მა, Sportico-ს ინფლაციაზე კორექტირებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგი გამოაქვეყნა.

მაიკლ ჯორდანი - 4.5 მილიარდი აშშ დოლარი და "Air Jordan"-ის ფენომენი

სიის სათავეში კვლავ კალათბურთის ლეგენდა მაიკლ ჯორდანია. 63 წლის ექს-სპორტსმენის ჯამურმა შემოსავალმა (ინფლაციის გათვალისწინებით) რეკორდულ 4.5 მილიარდ დოლარს მიაღწია.

საინტერესოა, რომ ჯორდანის ქონების უდიდესი ნაწილი არა უშუალოდ NBA-ში თამაშისას მიღებულ ხელფასებს, არამედ მოედნის მიღმა განხორციელებულ ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება.

Nike-თან გაფორმებული გრძელვადიანი თანამშრომლობა სპორტული მარკეტინგის ისტორიაში ყველაზე სარფიან გარიგებად იქცა. მხოლოდ 2022 წელს Air Jordan-ის ბრენდის გაყიდვებმა 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, საიდანაც ჯორდანმა ჰონორარის (როიალტის) სახით 150 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო.

ფეხბურთელების ორგვარი სტრატეგია: საუდის არაბეთი vs ამერიკული MLS

ფეხბურთის ვარსკვლავებისთვის კარიერის მიწურულს ასობით მილიონის გამოსამუშავებლად ბოლო წლებში ორი ძირითადი ფინანსური მარშრუტი გამოიკვეთა:

საუდის არაბეთის პრო-ლიგა - სპარსეთის ყურის მონარქიამ მილიარდობით დოლარი დახარჯა ვარსკვლავების მოსაზიდად. კრიშტიანუ რონალდუ (2.52 მლრდ აშშ დოლარი, მე-3 ადგილი) და ნეიმარი (1.24 მლრდ აშშ დოლარი, მე-14 ადგილი) სეზონში 200 მილიონ დოლარზე მეტს იღებენ საუდის არაბულ კლუბებში თამაშით.

ამერიკული MLS (Major League Soccer) - მეორე გზა ჩრდილოეთ ამერიკის ლიგას უკავშირდება. ლიონელ მესი (1.99 მლრდ აშშ დოლარი, მე-5 ადგილი) და დევიდ ბექჰემი (1.68 მლრდ აშშ დოლარი, მე-8 ადგილი) სწორედ აშშ-ის ბაზარზე შევიდნენ. მესიმ საუდის არაბეთიდან მიღებულ მილიარდიან შეთავაზებას Inter Miami-ში გადასვლა და ლიგის კომერციულ შემოსავლებში წილის მიღება არჩია.

გოლფისა და ჩოგბურთის მილიარდერები

რეიტინგის პირველ ათეულში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს გოლფი. მე-2 ადგილზეა ტაიგერ ვუდსი (2.88 მილიარდი აშშ დოლარი), ხოლო საუკეთესო ათეულში ასევე შედიან არნოლდ პალმერი (1.85 მლრდ აშშ დოლარი) და ჯეკ ნიკლაუსი (1.83 მლრდ აშშ დოლარი).

გოლფისტები კარიერის დასრულების შემდეგაც ინარჩუნებენ მრავალმილიონიან შემოსავლებს სარეკლამო კონტრაქტებისა და უფროსი ასაკის ტურნირების (Senior Tours) წყალობით.

ჩოგბურთის წარმომადგენლებიდან TOP-25-ში ერთადერთი სპორტსმენია - როჯერ ფედერერი (1.67 მილიარდი აშშ დოლარი, მე-9 ადგილი), რომელმაც 2022 წელს დაასრულა კარიერა, თუმცა გლობალური ბრენდების ელჩად რჩება.

უფრო კონკრეტულად კი, Visulal Capitalist-ის მიხედვით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგი ასე გამოიყურება: განაგრძეთ კითხვა