წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში ახალგაზრდა მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მდინარე სქურში წყალი მოულოდნელად, დიდი სისწრაფით მოვარდა. ახალგაზრდა მამაკაცმა დედა-შვილის გადარჩენა შეძლო, თუმცა თავად ძლიერი დინებიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა და წყალმა გაიტაცა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და პოლიცია.