უწყვეტი სამძებრო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა კაცი მდინარის ფერდზე იპოვეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში ცოტა ხნის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი მდინარეში ქალისა და 2 ბავშვის გადასარჩენად შევიდა - მან დედა-შვილის გადარჩენა მოახერხა, თუმცა თავად დინებამ წაიღო.
"09.08.2026 წლის დაახლოებით 17:02 საათზე, 112-ში შევიდა შეტყობინება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში, კურორტ სქურში მომხდარი შემთხვევის შესახებ. ადიდებულმა მდინარემ ოთხი მოქალაქე გაიტაცა, მათ შორის ორი ბავშვი. ადგილზე სამაშველო ჯგუფების მისვლისას სამი მოქალაქის უვნებლად გამოყვანა განხორციელდა, ხოლო 45 წლის მამაკაცის ადგილსამყოფლის დადგენა თავდაპირველად ვერ მოხერხდა, რომელიც ბავშვების დახმარებას ცდილობდა რა დროსაც იგი ჩქარმა დინებამ გაიტაცა.
ხანგრძლივი და ინტენსიური სამაშველო ღონისძიებების შედეგად მამაკაცი მდინარის მოპირდაპირე ნაპირზე, მთის მხარეს ცოცხალი იპოვეს. მისი გამოყვანა წარმატებით შეძლეს მაშველებმა და ამ დროისთვის მოქალაქე ი.მ. გადაყვანილია რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.შემთხვევის შედეგად, ამ ეტაპზე, ოთხივე მოქალაქე უსაფრთხოდ არის" - წერს ცოტნე შონია სოციალურ ქსელშ.