ირანმა უზენაესი ლიდერის, 56 წლის მოჯტაბა ხამენეის, იშვიათი ვიდეო გამოაქვეყნა. კადრები ხამენეის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი აქტიური საქმიანობის დასადასტურებლად გავრცელდა,

ხამენეი საჯაროდ თითქმის ექვსი თვეა არ გამოჩენილა. აშშ-ისა და ირანის ოფიციალური ცნობების თანახმად, 28 თებერვალს მისი მამის, ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის სახლზე განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს მოჯტაბა ხამენეიც მძიმედ დაშავდა.
<blockquote class="twitter-tweet" data-media-max-width="560"><p lang="en" dir="ltr">Iran Releases Rare Video Of Supreme Leader Mojtaba Amid Health Concerns. <a href="https://t.co/lgunk0qrQH">pic.twitter.com/lgunk0qrQH</a></p>— Firstpost (@firstpost) <a href="https://x.com/firstpost/status/2086377150274503012?ref_src=twsrc%5Etfw">August 9, 2026</a></blockquote> <script async src="https://platform.x.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშქიანმა განაცხადა, რომ ხამენეისთან შეხვედრა საიდუმლო ვითარებაში შედგა. მისი თქმით, აგენტებმა ის თეირანში, უცნობ ადგილას, ჩაბნელებული ფანჯრების მქონე ავტომობილით მიიყვანეს. პრეზიდენტი ამბობს, რომ საუბრისას მას თანამოსაუბრის დანახვა მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში შეეძლო
თეირანმა ეს ცნობები უარყო და მისი მდგომარეობის დასადასტურებლად მოგვიანებით მისი ფოტო და ვიდეომასალაც გაავრცელა - მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი გამოსახულებები.