პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე, კრიშტიანუ რონალდუს მშობლიურ ქალაქ ფუნშალში, შაბათს ასობით გულშემატკივარი შეიკრიბა. მათი მიზანი ერთი იყო — ენახათ, როგორ დაქორწინდებოდა ფეხბურთის ვარსკვლავი ჯორჯინა როდრიგესზე.
განსაკუთრებით დიდი ყურადღება ქალაქის საკათედრო ტაძარმა მიიპყრო, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუსა და ჯორჯინას ქორწილი უნდა გამართულიყო.

ტაძრის მიმდებარე ქუჩებში შეკრებილი ადამიანები ტელეფონებითა და კამერებით ელოდნენ პატარძლის გამოჩენას. თუმცა, როდესაც თეთრ კაბაში გამოწყობილი ქალი ტაძრისკენ დაიძრა, მალევე გაირკვა, რომ ის ჯორჯინა როდრიგესი არ იყო.

რაც შეეხება რონალდუსა და ჯორჯინას, მათი ქორწილის ზუსტი თარიღი კვლავ უცნობია. წყვილმა ნიშნობის შესახებ გასული წლის აგვისტოში განაცხადა.