კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, არიან დაშავებულები , - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.4 მაგნიტუდა იყო, ხოლო კოლუმბიის კატასტროფების რისკების მართვის ეროვნულმა სამსახურმა (UNGRD) მიწისძვრის სიმძლავრე 6.6 მაგნიტუდად შეაფასა.
ჩოკოს დეპარტამენტის გუბერნატორის, ნუბია კაროლინა კორდობა-კურის ცნობით, დეპარტამენტის დედაქალაქ კიბდოში დაშავებულები არიან, ასევე შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდა.
მიწისძვრის ბიძგები კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტასა და ვენესუელაშიც იგრძნობოდა.