კოლუმბიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქალაქ მანისალესის მერის ხორხე ედუარდო როხასის განცხადებით, ქალაქში 2 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი შენობა ჩამოინგრა.
ასევე, მიწისძვრის შედეგად ქალაქ კალიში 20-მდე შენობა ჩამოინგრა. ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი.
კოლუმბიის გეოლოგიური სამსახურის (SGC) განახლებული მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 7.4 მაგნიტუდა შეადგინა.