აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში მცხოვრები ოჯახის ეზოში დიდი ზომის, მუცელგამობერილი ეგზოტიკური პითონი იპოვეს. მოგვიანებით ქვეწარმავალს რენტგენის სურათი გადაუღეს, რამაც მისი ასეთი მდგომარეობის მიზეზი გამოავლინა.

როგორც სახლის მფლობელმა ედ დეილიმ განუცხადა, მისმა მეუღლემ ქვეწარმავალი მაშინ შენიშნა, როდესაც სახლის ეზოში ყვავილებს რწყავდა.
გველი, რომელიც დაახლოებით 2.5 მეტრის სიგრძის ბირმული პითონი აღმოჩნდა ეზოში მდგარი ფანჩატურის ქვეშ შეძვრა და ორმოში დაიმალა.


ვეტერინარების მიერ გადაღებულმა რენტგენმა აჩვენა, რომ იშვიათი ქვეწარმავლის ბოლო მსხვერპლი დიდი ზომის ოპოსუმი გახდა.