მძარცველმა კიმ კარდაშიანის სახლში შეაღწია და ავტომობილი მოიპარა.
როგორც სამართალდამცველებმა “The California Post“ -ს განუცხადეს, მალიბუსა და ლოტს - ჰილსის პოლიციის დეპარტამენტში ზარი კვირას, 9 აგვისტოს 15:45 საათზე შევიდა. შეტყობინების თანახმად, ეჭვმიტანილი სახლში შეიჭრა და ნივთებს იპარავდა.

ადგილზე მისულმა პოლიციელებმა, 60 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების რეზიდენციაში უცნობი მამაკაცი აღმოაჩინეს, იგი ბინის გაქურდვისა და ავტომობილის გატაცების ბრალდებით დააკავეს.

პოლიციის ცნობით, მამაკაცმა მოპარული ავტომობილით სამეზობლოშიც ისეირნა. გამოცემის წყაროს ცნობით, მანქანა კარდაშიანის ერთ-ერთ თანამშრომელს ეკუთვნოდა. ეჭვმიტანილი წინასწარი დაკავების იზოლატორში იქნა გადაყვანილი.

კიმ კარდაშიანი და მისი შვილები მანამ სანამ მათ მამულში რემონტი მიმდინარეობს, უკვე რამდენიმე თვეა მის საცხოვრებელთან ახლოს მდებარე დაქირავებულ სახლში ცხოვრობენ, სავარაუდოდ, ინციდენტის დროს ისინი შინ არ იმყოფებოდნენ.