ომანთან რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერიდან ნავთობი იღვრება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ი წერს, რომ ტანკერმა Caroline Bezengi-მ რუსეთის ნოვოროსიისკის პორტი აპრილში დატოვა, ხოლო პრობლემების შესახებ ინფორმაცია 8 ივნისს, იემენის სანაპიროსთან გაავრცელა.
ნავთობტანკერზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ მხარეს არ აუღია.
ტანკერი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია და მის წინააღმდეგ სანქციებია დაწესებული.