ავტორი:

"ყველგან გადატარდება სკანერი... ამ ხნის მანძილზე მე აქ ვარ" - რა ხდება ადგილზე, სადაც 2014 წელს გურამ დადიანიძე გაუჩინარდა: დედის კომენტარი და კადრები

"ყველგან გადატარდება სკანერი... ამ ხნის მანძილზე მე აქ ვარ" - რა ხდება ადგილზე, სადაც 2014 წელს გურამ დადიანიძე გაუჩინარდა: დედის კომენტარი და კადრები

გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმის ფარგლებში შსს-მ იმ ტერიტორიის ხელახალი შემოწმება დაიწყო, საიდანაც 2014 წელს დაკარგულის კვალი გაქრა.

  • სამძებრო ღონისძიებაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, რომლებიც ადგილზე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით ჩავიდნენ.

წუხელ ძებნის ადგილზე იმყოფებოდა დაკარგული ახალგაზრდას დედაც. ამის შესახებ სოფო ბიბილაშვილმა ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

"მეგობრებო, ყველა ადგილზე გადატარდება სკანერი. ასე, რომ იქამდე გაგრძელდება ძებნა, სანამ ეს ადგილი არ დათვალიერდება და ამ ხნის მანძილზე მე აქ ვარ. მადლობა ყველას" - წერს სოფო ბიბილაშვილი.

ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს. გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ჩაერთო.