კოლუმბიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე, 132 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია ასობით ადამიანი. ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
"პრიორიტეტი ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების გადარჩენაა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა მოსახლეობისადმი მიმართვისას.

მანამდე, აბელარდო დე ლა ესპრიელამ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ცნობისთვის, კოლუმბიაში, 10 აგვისტოს, გამთენიისას, 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მედიაში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, როგორ ინგრევა შენობები მძლავრი ბიძგების შედეგად.

