რუსეთის ქალაქებში, ამურის კომსომოლსკსა და ორსკში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იწვის, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„როსნეფტის“ ქარხნის განცხადებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
დრონებით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაუჩნდა ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში მდებარე „ორსკნეფტეორგსინტეზის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასაც.
ორსკის მერმა არტემ ვორობიოვმა ოლზე დრონებით იერიში დაადასტურა. დრონებით თავდასხმის შემდეგ ორსკის აეროპორტში ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა.