Interna - ავეჯის დამზადების სრული სერვისი აზომვიდან მონტაჟამდე

Interna - ავეჯის დამზადების სრული სერვისი აზომვიდან მონტაჟამდე

თბილისში ავეჯის დამზადება, შესაძლოა, ერთი შეხედვით რთულ და ხანგრძლივ პროცესად წარმოგვიდგენია, თუმცა რეალურად, ბევრად უფრო ხარჯთეფექტური და სწორი არჩევანია, საცხოვრებლის სასურველი დიზაინით მოწყობისთვის.

ბინებზე გაზრდილი მოთხოვნის კვალდაკვალ, იქმნება ავეჯის დამზადების სერვისებიც, რომელიც სრულად პასუხობს მომხმარებელთა მოთხოვნებს - დათქმულ ვადებში მიიღონ ხარისხიანი პროდუქტი და მომსახურება. ავეჯის მწარმოებელი კომპანია „ინტერნა“ (Interna) სწორედ ასეთ გამოცდილებას ქმნის, ფართის აზომვიდან, დიზაინის შეთანხმებასა და მონტაჟამდე, რაც მთავარია, წინასწარ გათვალისწინებული პირობებით. სწორედ ეს გახდა კომპანიის პორტფელის სწრაფად ზრდის მიზეზი.

დღეს ინტერნას ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს, მისი შეთავაზებები კი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული გახდა. რა პროცესია ავეჯის დამზადება, რატომ არის მომხმარებლისთვის კომფორტული, მომსახურების სრული პაკეტი ერთი კომპანიისგან მიიღოს და რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ ბინის ან ოფისის მოწყობას ახლა გეგმავთ, დეტალურად საუბრობს „ინტერნას“ ტექნიკური დირექტორი და მთავარი კონსტრუქტორი - გიგა ხარებაშვილი:

  • რას სთავაზობს კომპანია ინტერნა მომხმარებელს და რატომ არის ავეჯის შეკვეთით დამზადება უკეთესი გამოსავალი, ვიდრე მზა ფორმით შეძენა?

მომხმარებელს ვთავაზობთ როგორც ინტერიერის დიზაინს, ასევე სარემონტო სამუშაოებსა და ინდივიდუალური ავეჯის დამზადებას. შავი კარკასიდან შეგვიძლია ჩავერთოთ მოწყობაში, შევქმნათ ინდივიდუალური, მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული ინტერიერის დიზაინი და დავამზადოთ ავეჯი.

ავეჯის დამზადება ყოველთვის კარგი გამოსავალია, იმ შემთხვევისთვის როდესაც მომხმარებელს განსხვავებული მოთხოვნები აქვს და მაქსიმალურად სურს სივრცის ათვისება მაქსიმალური ესთეტიკისა და კომფორტის მისაღწევად. იქიდან გამომდინარე, რომ სახლების უმეტესობა არასტანდარტულია, ხშირად მზა ავეჯი ასეთ სივრცეებს ვერ ერგება. ინდივიდუალურად დაგეგმარებული წერტილები და შეკვეთით დამზადებული ავეჯი კი ზუსტად პასუხობს მომხმარებლის მოთხოვნებს.

  • რამდენად დიდია მოთხოვნა ავეჯის დამზადებაზე თბილისში და რა მთავარი გამოწვევები აქვთ მომხმარებლებს ბინის თუ ოფისის მოწყობისას?

ვინაიდან თბილისში განაშენიანების მაღალი მაჩვენებელია, ავეჯზე მოთხოვნაც დიდია. ასევე, ბიზნეს-ცენტრებს, სასტუმროებს, რესტორნებს და ყველა ობიექტს, რომლის მშენებლობა ან რესტავრაცია მიმდინარეობს, ესაჭიროება ახალი ავეჯი.

ყველაზე დიდი გამოწვევა არასტანდარტული მშენებლობებია. რიგ შემთხვევებში, დეველოპერები არ ითვალისწინებენ კომფორტსა და ისეთ წვრილმანებს, რაც შესაძლოა ინტერიერის დიზაინში გარკვეულ პრობლემებს ქმნიდეს. შესაბამისად, გვიწევს, ავეჯით „დავმალოთ“ ბევრი რიგელი თუ სვეტი, შახტები შუა ოთახში და ა.შ.

  • როგორ იწყება თქვენთან თანამშრომლობის პროცესი - რას მოიცავს პირველადი კონსულტაცია და რა დეტალებს ათანხმებთ დამკვეთთან?

მას შემდეგ, რაც მომხმარებელი გვიკავშირდება, თავდაპირველად ვეცნობით ობიექტს. ინტერიერის დიზაინერი იწყებს მუშაობას და აგეგმარებს ტიხრებს, ელექტრობისა და სანტექნიკის წერტილებს, ავეჯის განლაგებას, რის შემდეგაც ხდება 3D ვიზუალიზაცია და რეალისტური სურათების დამზადება. თანხმდება ყველა დეტალი: გეგმარება, ფერები, მასალები. სურვილის შემთხვევაში, ვერთვებით რემონტის პროცესშიც. დასრულების შემდეგ კი ვიწყებთ ავეჯის დამზადებას.

თავდაპირველად, თითოეულ ადგილს ვზომავთ მილიმეტრების სიზუსტით, ვათანხმებთ საბოლოო გეგმარებას, ავეჯის მასალებსა და მექანიზმებს, ფერებსა და ტექსტურებს. შემდგომ კი ხდება მასალების დამუშავება, აწყობა და ობიექტზე მონტაჟი.

  • რატომ არის სივრცის პროფესიონალური აზომვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი და რა შეცდომები შეიძლება გამოიწვიოს არაზუსტმა მონაცემებმა?

აზომვითი სამუშაოები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია ავეჯის წარმოებაში. შესაძლოა, რამდენიმე მილიმეტრის ცდომილებამ გამოიწვიოს წარმოების შეფერხდება და დამატებითი დეტალების ცვლილება, რასაც მოჰყვება დამატებითი ხარჯებიც.

იქიდან გამომდინარე, რომ მომხმარებლები სივრცის სრულად ათვისებას ცდილობენ და უპირატესობას ანიჭებენ ჩაშენებულ ავეჯს, მცირედმა ცდომილებამ შესაძლოა პრობლემა შექმნას და როგორც მეტობით აღებულმა ზომამ, ასევე ნაკლებობით გამოწვეულმა სიცარიელეებმა არაესთეტიკურად შეცვალოს დიზაინი.

  • როგორ იქმნება ავეჯის დიზაინი და რამდენად ითვალისწინებთ დამკვეთის ბიუჯეტსა და გემოვნებას?

ჩვენ ყოველთვის ვცილობთ, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მომხმარებლის სურვილი და ბიუჯეტი, ვინაიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი დამკვეთის კომფორტია. მასთან თავიდანვე ვათანხმებთ ყველა დეტალს, როგორც ვიზუალურ მხარეს, ასევე ბიუჯეტს.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ფინანსები, ვინაიდან მასალების ფასები განსხვავდება. ამასთან, დიზაინს ვცვლით მანამ, სანამ მომხმარებელთან საბოლოო შეთანხმებას არ მივაღწევთ.

  • თქვენ მომხმარებლებს სთავაზობთ 3D ვიზუალიზაციასაც. როგორ ეხმარება ეს მომხმარებელს საბოლოო შედეგის ზუსტად აღქმაში?

როდესაც წინასწარი დაგეგმარების გარეშე იწყებენ რემონტს ან უკვეთავენ ავეჯს, ხშირად იმედგაცრუებულები რჩებიან. რეალურად, რთულია, წინასწარ გათვალო ყველა დეტალი, მათ შორის, საკომუნიკაციო წერტილების ზუსტი განლაგება, ფერთა გრადაციები, ავეჯის განლაგება, ჩასაშენებელი ტექნიკის ადგილმდებარეობა და სხვა.

სწორედ ამისთვის არის 3D ვიზუალიზაცია, რომელიც ნათლად წარმოაჩენს ყველა ჩამოთვლილ დეტალს. მისი მეშვეობით თავიდან ვირიდებთ შეცდომებსა და ზედმეტ ხარჯებს. შედეგსაც სწორედ ისეთს ვიღებთ, როგორიც თავიდანვე გვქონდა დაგეგმილი.

მას შემდეგ, რაც დიზაინი გამზადდება, ვიწყებთ მასალების შერჩევას. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ხარისხიანი და დიზაინზე მორგებული მასალების გამოყენება, რა თქმა უნდა, მომხმარებლის ბიუჯეტის გათვალისწინებით.

რადგან ავეჯზე დიდი დატვირთვა მოდის, ასევე უმნიშვნელოვანესია მექანიზმების ხარისხი. გამძლეობას სწორედ მათი სწორად შერჩევა განაპირობებს.

  • რა პროცესია წარმოება და საბოლოო მონტაჟი და რა გარანტიებს სთავაზობს „ინტერნა“ დამკვეთებს უკვე შესრულებულ სამუშაოებზე?

ყველა დეტალის შეთანხმების შემდეგ, იწყება მასალების დამუშავება. იმ შემთხვევაში, თუ დიზაინში გამოყენებულია შეღებილი და დაშპონული MDF, მას სამღებროში ვამუშავებთ. შემდეგ ვაწყობთ ყველა დეტალს, ვარგებთ მექანიზმს და ვფუთავთ, რომ არ დაზიანდეს. საბოლოო საფეხური არის ავეჯის ობიექტზე მიტანა და მონტაჟი. ვცდილობთ, ადგილზე მაქსიმალურად გამზადებული დეტალები მივიტანოთ, რათა ობიექტზე ჭრისა და ხვრეტისგან გამოწვეული მტვერი ავირიდოთ თავიდან.

ობიექტზე ავეჯის მონტაჟის შემდეგ, ვასწორებთ ყველა დეტალს, იქნება ეს ფასადები, უჯრები თუ სხვა მექანიზმები. აღსანიშნავია, რომ ხარისხიან მექანიზმებზე თავად მწარმოებლები იძლევიან ხანგრძლივ, 5-10-წლიან გარანტიებს. ამასთან, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა შესრულებულ სამუშაოზე, მასალებსა და მექანიზმებზე.

  • რა არის „ინტერნას“ მთავარი უპირატესობა და რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც ახლა გეგმავს ავეჯის შეკვეთით დამზადებას?

ჩვენი უპირატესობა არის ინდივიდუალიზმი და მომხმარებელზე მორგებული სერვისი. ვითვალისწინებთ ყველა ნიუანსს, როგორიცაა: დიზაინი, მასალები, ტექსტურა, მექანიზმები, ფასები. იმისათვის რომ მომხმარებელი კმაყოფილი დარჩეს, ვათანხმებთ უმცირეს დეტალებსაც, ყოველთვის დათქმულ დროში ვაბარებთ და ვამონტაჟებთ ავეჯს, ვმუშაობთ სუფთად და ხარისხიანად.

ასევე ჩვენი უპირატესობა არის ის, რომ ჩვენს მომხმარებელს შეუძლია სრული სერვისის მიღება, დიზაინიდან ავეჯის მონტაჟის ჩათვლით.

R