"რით ვერ გაიგეთ ამდენი ხნის განმავლობაში, რომ ეს მარიხუანა არ არის?! ეს არის სინთეზური ნაერთებისა და სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებების ნარევი, რომლის შემადგენლობა ხშირად საერთოდ უცნობია", - ამის შესახებ ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც სიხარულიძე აღნიშნავს, არსებული "მოსაწევი კლავს".
ზურაბ სიხარულიძე:
"მოეშვით ამ საზიზღრობების მოწევას - კლავს, კლავს!!!
კრუნჩხვებიც სწორედ ამისგან შეიძლება განვითარდეს! ასევე შესაძლებელია გონების დაკარგვა და უამრავი სხვა მძიმე გართულება.
ნუ ენდობით იმას, რომ "უბრალოდ მოსაწევია“ ან "მარიხუანაა“. უცნობი შემადგენლობის ნივთიერების მოხმარება რეალური და სერიოზული საფრთხეა. ამ ერთ დაბოლებას ხო არ უნდა გადააყოლო შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა".