ავტორი:

"არ გამოვრიცხავ, მოღალატეთა რუსულმა რეჟიმმა აიღოს და პირდაპირ გადამცეს რუსეთს" - გიორგი ბარამიძე

"არ გამოვრიცხავ, მოღალატეთა რუსულმა რეჟიმმა აიღოს და პირდაპირ გადამცეს რუსეთს" - გიორგი ბარამიძე

რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ბრძოლის გამო რუსეთმა მომისაჯა 6 წელი და 6 თვე. არ გამოვრიცხავ, რომ ამ მოღალატეთა რუსულმა რეჟიმმა აიღოს და პირდაპირ გადამცეს რუსეთს. ამათგან არც დაპატიმრებას გამოვრიცხავ, არც ტყვიას გამოვრიცხავ, არც ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ვხედავთ, ეს ცილისწამებების ნიაღვარი, რა მასშტაბებს აღწევს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე აცხადებს.

  • მისივე თქმით, ეს ყველაფერი სჭირდებათ მისი დისკრედიტაციისა და გაშავებისთვის.

"ჩემი ბიოგრაფია ყველამ იცის, სად ვიყავი, სად ვიბრძოდი, რამდენი ტყვე გავათავისუფლე, საერთოდ ვაკეთებდი თუ არა ამას. ამ უნამუსოების ენას ძვალი არ აქვს და ამ უნამუსოების ნაძირალობას ფსკერი არ აქვს. მე სწორედ ის ვთქვი, რომ ომი არა აფხაზებსა და ქართველებს შორის მიმდინარეობდა, არამედ რუსეთი იყო ოკუპანტი და რუსეთმა წამოიწყო, აწარმოვა ეს ომი. რუსეთი არის ჩვენი მტერი. ისე არ არის, როგორც ესენიც ამბობენ, მათი პატრონებიდან, კრემლიდან წამოსული მესიჯებით, თითქოს ეს ეთნიკური კონფლიქტი იყო. ახლა ესენი სწორედ ამაზე აკეთებენ აქცენტს მოღალატურად. ეს ის ხალხია, რომელიც საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.

რუსეთმა მომისაჯა, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ბრძოლის გამო 6 წელი და 6 თვე. არ გამოვრიცხავ, რომ ამ მოღალატეთა რუსულმა რეჟიმმა აიღოს და პირდაპირ გადამცეს რუსეთს. ამათგან არც დაპატიმრებას გამოვრიცხავ, არც ტყვიას გამოვრიცხავ, არც ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ვხედავთ ეს ცილისწამებების ნიაღვარი რა მასშტაბებს აღწევს.

სუფთა სამართლებრივად, თვითონაც კარგად იციან, რომ ეს არის აბსურდი. ეს ყველაფერი სჭირდებათ ისევ და ისევ ჩემი დისკრედიტაციისა და გაშავებისთვის.

ადამიანები, ვინც "ქოცები" არიან და ამ რეჟიმის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ასრულებენ ზემოდან მიცემულ დავალებებს. დავალება აქვთ დაესხით თავს ბარამიძეს და რაც შეიძლება მეტი სისაძაგლეები ილაპარაკეთ. შეიძლებოდა სხვა სიტყვის გამოყენება, მაგრამ მე იქ ვთქვი მთავარი - ჩვენ, გამწარებულ ადამიანებს, დედა მოკლულ, მამა მოკლულს, ძმა მოკლულს, ოჯახაწიოკებულს არ აგვყავდა ტყვეები. რა არის ამაში გაუგებარი? შესაბამისად, რომ არ აგყავს ტყვე, მტერს ესვრი, ხვრეტ, ცხრილავ. შეიძლება, სხვა სიტყვა უნდა გამომეყენებინა, მაგრამ შინაარსი ხომ გასაგებია? - ტყვე არ აგვყავდა და თუ ტყვე არ აგვყავდა, ვის დავხვრეტდით?” - განაცხადა ბარამიძემ “ტვ პირველთან”.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს "ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“. ამის შემდეგ, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ "მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, კერძოდ კი, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა და "რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან“. მოგვიანებით კი გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ "ომის პირველ დღეებში, ტყვეების გაცვლის, თუ სხვა მძიმე პროცესების აღსაწერად, სხვა სიტყვის გამოყენება აჯობებდა“. "არასდროს მითქვამს, რომ ჩვენები ხელებაწეულს ან დატყვევებულს "ხვრეტდნენ", ეგ არასდროს მინახავს და არც რაიმე ფაქტი ვიცი“, - განაცხადა ბარამიძემ.