ავტორი:

ნასვამი მძღოლი მანქანას ვეღარ დაქოქავს - რას გულისხმობს "ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობები", რომლის დანერგვაზეც მთავრობა მუშაობს

ნასვამი მძღოლი მანქანას ვეღარ დაქოქავს - რას გულისხმობს "ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობები", რომლის დანერგვაზეც მთავრობა მუშაობს

საქართველოს მთავრობა ავტომობილებში ე.წ. ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების (Alcohol Interlocks) დანერგვის შესაძლებლობაზე მუშაობს. ინიციატივა საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაშია გათვალისწინებული.

  • როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, Alcohol Interlock-ის სისტემა მძღოლს ავტომობილის ძრავის ამოქმედების საშუალებას არ აძლევს, თუ მისი ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობა კანონმდებლობით დასაშვებ ზღვარს აღემატება. შესაბამისად, მოწყობილობის მიზანი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის პრევენციაა.

სტრატეგიის მიხედვით, ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება. ამასთან, იგეგმება მისი გათვალისწინება იმ სტანდარტში, რომელიც საქართველოს ბაზარზე ავტომობილის განთავსებისთვის იქნება განსაზღვრული.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ალკოჰოლური თრობა კვლავ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამომწვევ ფაქტორად რჩება. ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს, 2019 წელთან შედარებით, ალკოჰოლური თრობისას სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევები 12.9%-ით შემცირდა.