საქართველოში სასკოლო ზონებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 5 აგვისტოს დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების საჯარო კონსულტაციების შემაჯამებელ ანგარიშშია აღნიშნული.
ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გეგმა 2030 წლისთვის საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობის 25%-ით შემცირებას ითვალისწინებს.
მთავრობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, მათ შორის განიხილება სასკოლო ზონებში სიჩქარის გადაჭარბებისთვის მოქმედი 15 კმ/სთ-იანი ტოლერანტობის ზღვრის გადახედვის საკითხი. {როგორც ცნობილია, კანონი ავტომობილის დასაშვებ სიჩქარეზე 15 კმ/სთ-ით გადაჭარბების შემთხვევაში სანქციას არ ითვალისწინებს, სწორედ ამის გადახედვა იგეგმა}. განაგრძეთ კითხვა>>>>