ტრაგედია ბათუმში - მაღალსართულიანი კორპუსიდან ახალგაზრდა გოგო გადმოვარდა. შემთხვევა გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ლიზი მოისწრაფიშვილია და ის რეჟისორის, ნანა ახვლედიანის ქალიშვილია.
როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.