ავტორი:

უზარმაზარი სატვირთო ავტომობილი ნიუ-იორკში ესტაკადას შეეჯახა და გადაბრუნდა - ინტერნეტში შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება

უზარმაზარი სატვირთო ავტომობილი ნიუ-იორკში ესტაკადას შეეჯახა და გადაბრუნდა - ინტერნეტში შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება

სოციალურ ქსელში შოკისმომგვრელი კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ეჯახება უზარმაზარი სატვირთო ავტომობილი ნიუ-იორკის ესტაკადის ქვედა ნაწილს. დარტყმის შედეგად ნამსხვრევები გზის სავალ ნაწილზე გაიფანტა, მანქანა გადატრიალდა, ხოლო გვერდით მიმავალ მძღოლებს შეჯახების თავიდან ასაცილებლად მკვეთრი მანევრების შესრულება მოუწიათ.

საშინელი ავარია ორშაბათს, დაახლოებით 12:20 საათზე, I-87 მაგისტრალზე, სოუთ ნაიაკის (South Nyack) მონაკვეთზე მოხდა. ინციდენტი დასუფთავების მანქანის ვიდეორეგისტრატორმა დააფიქსირა.

შუა ზოლში მოძრავი სატვირთოს მძღოლმა სოუთ ბროდვეის (South Broadway) ესტაკადასთან მიახლოებისას მუხრუჭს მკვეთრად დააჭირა, თუმცა შეჯახება მაინც ვერ აიცილა თავიდან და სატვირთო ხიდის ქვედა ნაწილს შეეჯახა.

ნიუ-იორკის შტატის პოლიციის ინფორმაციით, სატვირთოს 50 წლის მძღოლი, პერნელ ჰარისი, სასწაულებრივად, სრულიად უვნებელი გადარჩა. დაშავდა ავარიული გაჩერების ზოლში მდგარი “ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მგზავრი. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულის დაზიანებების სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია.

მედიის ცნობით, ჰარისი სატრანსპორტო საშუალების დასაშვებ სიმაღლესთან დაკავშირებული წესების დარღვევის გამო დააჯარიმეს. ინციდენტზე გამოძიება კვლავ გრძელდება.

წყარო