გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 აგვისტოს საქართველოში კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს [საფრთხის დონე საშუალო]", – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.