საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპული ქვეითების რაოდენობამ 164 შეადგინა, რაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა შედეგად გარდაცვლილ პირთა სრული რაოდენობის 35%-ია.
“რაც შეეხება ქვეითის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, აღნიშნულთან დაკავშირებით საგულისხმოა, რომ 2025 წლის 2 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონი (№932-IIIრს-XIმპ) რომლის მიხედვით, გამკაცრდა ქვეითის მხრიდან საგზაო წესების დარღვევისათვვის გათვალისწინებული სანქცია. კერძოდ, დასახელებული ქმედება 10 ლარის ნაცვლად იწვევს 50 ლარის ოდენობით პირის დაჯარიმებას, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენისთვის გათვალისწინებულ იქნა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, ნაცვლად 20 ლარისა.
აქვე, აღსანიშნავია, რომ სანქციის გამკაცრებასთან ერთად, ხსენებული სამართალდარღვევის პრევენციის მიზნით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აღსრულების მექანიზმების სტაბილური და ეფექტური ფუნქციონირება“, - აცხადებს მთავრობა მის მიერ დამტკიცებულ სტრატეგიაში.