კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 200-ს აჭარბებს , - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 668 ადამიანი დაშავდა და 165 შენობა ჩამოინგრა.
მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნას აგრძელებენ.
შეგახსენებთ, 10 აგვისტოს კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სან-ხოსე-დელ-პალმარის მუნიციპალიტეტი იყო. კოლუმბიის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.