რუსეთი შემოდგომაზე მობილიზაციას ამზადებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“იყო თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს - ოლეგ ივაშჩენკოს - ანგარიში რუსული მობილიზაციის მომზადების თაობაზე. ყველაფერი დასტურდება შიდა რუსული დოკუმენტებით - ისინი მას შემოდგომისთვის ამზადებენ, ზუსტად საპარლამენტო არჩევნების იმიტაციის შემდეგ. პუტინს არც თუ ისე რთული გეგმა აქვს: ილუზიის შექმნა სურს, თითქოს რუსები მხარს უჭერენ ომს - ვინაიდან ყველა პარტია, რომელიც ჯერ დაშვებულია, ასე თუ ისე მშვიდობის წინააღმდეგაა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის საპარლამენტო არჩევნებიდან პარტია “იაბლოკოს” მოხსნა პუტინის სურვილს ადასტურებს, რომ არ დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ ომი.
“უკრაინას ომი ნამდვილას არ სჭირდება, თუ პუტინს ომი იმდენად სურს, რომ ახლა თავისი ფსევდოარჩევნებით მორიგ ხმამაღალ პოლიტიკურ მანიპულაციაში ჩაება, და ჩაება ისე, რომ შეეშინდა არჩევნების სიაში იმ ერთადერთი პარტიის დანახვაც, რომელიც რაღაცას მაინც ამბობდა მშვიდობის საჭიროებაზე, - მოხსნა პარტია “იაბლოკო”, - მაშინ მისი პრიორიტებები სრულიად თვალსაჩინოა,” - განაცხადა ზელენსკიმ.