აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ გასულ თვეში თურქეთში ნატო-ს სამიტიდან დაბრუნებისას შესაძლო საფრთხის გამო, თვითმფრინავები ფარულად შეცვალეს.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ თვეში თურქეთიდან საიდუმლო სამხედრო რეისით დატოვა ქვეყანა. მედიის ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში განხორციელდა შენიღბვის უჩვეულო ოპერაცია - ტრამპი ერთი თვითმფრინავიდან მეორეში კვების მომსახურების სატვირთო მანქანის მეშვეობით გადაიყვანეს და ეს უჩვეულო ოპერაცია ირანის მხრიდან მისი მკვლელობის საფრთხემ განაპირობა.
გამოცემა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტრამპი ანკარაში კამერების წინ Air Force One-ში ჩაჯდა, რის შემდეგაც ის ფარულად გადაიყვანეს აეროპორტის კვების მომსახურების სატვირთო მანქანით უფრო პატარა თვითმფრინავში - სამხედრო-საჰაერო ძალების C-32A-ში. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CBS News-ს განუცხადეს, რომ აშშ-მა ირანის მხრიდან თვითმფრინავის მიმართულებით რაკეტის გასროლის სარწმუნო საფრთხე დააფიქსირა. მედიის ინფორმაციით, C-32A, რომელშიც ტრამპი იმყოფებოდა, გაერთიანებულ სამეფოში დაახლოებით 22:20 საათზე ჩაფრინდა, ძველი Air Force One-ი და მედია კი რამდენიმე წუთში ჩავიდნენ. Washington Post-ი წერს, რომ გაურკვეველია, თუ როგორ დააბრუნეს ტრამპი C-32A-დან ძველ Air Force One-ზე.